ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა რუსეთის “ნოვიკომბანკს”

ბრიტანეთმა დღეს სანქციები დაუწესა ს “ნოვიკომბანკს”. Frank Media წერს, რომ ის არის რუსული ინდუსტრიისა და როსტეკის სახელმწიფო კორპორაციის ხერხემალი ბანკი. “ნოვიკომბანკი” დასანქცირებული ჰყავს -სა და ავსტრალიას.
გაერთიანებული სამეფოს სანქციები გულისხმობს აქტივების ბლოკირებას და საბანკო კავშირებსა და ფინანსურ გადარიცხვებზე აკრძალვას.
გარდა ამისა, დიდმა ბრიტანეთმა შემოიღო აკრძალვა საკორესპონდენტო ურთიერთობებისა და გადახდების შესახებ – ვითიბისთან, ალფა ბანკთან, გაზპრომბანკთან, როსელხოზბანკთან, ოტკრიტიე ბანკთან და ბევრ სხვა მსხვილ რუსულ ბანკთან.
ბრიტანეთის ხელისუფლებამ ჯამში 22,7 მილიარდი ფუნტის (28,9 მილიარდი დოლარი) ღირებულების რუსული აქტივები გააყინა.