ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა რუსულ „ლუკოილს“ და „როსნეფტს“

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გააფართოვა უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები. ლონდონმა სანქცირებულთა ჩამონათვალს 15 ოქტომბრიდან დაამატა უმსხვილესი რუსული ნავთობკომპანიები „ლუკოილი“ და „როსნეფტი“.
დიდი ბრიტანეთი „დიდი შვიდეულის“ პირველი სახელმწიფოა, რომელმაც „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. „როსნეფტი“ სანქცირებულია ევროკავშირის მიერაც.
გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა ინდურ კომპანია Nayara Energy-საც, რომლის თანამფლობელი რუსული „როსნეფტია“.
დიდი ბრიტანეთის სანქციები შეეხო რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილად მიჩნეულ 51 გემსაც – ტანკერებს, რომლებსაც მოქმედი სანქციების გვერდის ავლით იყენებენ რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის.
სანქცირებულია კიდევ რამდენიმე ბანკი და ჩინური, ინდური და სინგაპურული კომპანიები, რომლებიც რუსეთთან თანამშრომლობენ ენერგეტიკის და სამხედრო სფეროებში.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?