ბრიტანეთმა „როსნეფტი“ და „ლუკოილი“ რუსეთის ხელისუფლების მხარდაჭერისთვის დაასანქცირა

ბრიტანეთის ხელისუფლებამ სანქცირებული პირებისა და კომპანიების სია განაახლა, რომელშიც „როსნეფტი“ და „ლუკოილი“ დაამატა.
როგორც განმარტებულია, „ორივე კომპანია მხარს უჭერს ს ხელისუფლებას, რადგან საქმიანობენ სტრატეგიულად და ეკონომიკურად მნიშვნელოვან სექტორში“.
ბრიტანეთმა „როსნეფტის“ ხელმძღვანელს, იგორ სეჩინს პერსონალური სანქციები 2022 წლის მარტში დაუწესა, ხოლო „ლუკოილის“ ხელმძღვანელს, ვაგიტ ალეკპეროვს 2022 წლის აპრილში.
ბრიტანეთის სანქცირებულთა სიაში შეყვანილია „როსნეფტის“ ხელმძღვანელობა, ასევე რამდენიმე გემი, რომლებიც ორივე კომპანიასთან იყო დაკავშირებული.
15 ოქტომბერს განახლებულ სიაში ასევე მოხვდა ინდური კომპანია „ნავარა ენერჯი“, რომლის თანამესაკუთრეც „როსნეფტია“.
სანქციების მიხედვით, სიაში მოხვედრილი ფიზიკური და იურიდიული პირების ყველა ის აქტივი გაიყინება, რომელიც ბრიტანეთის ტერიტორიაზე არსებობს.
„როსნეფტი“ და „ლუკოილი“ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ ევროკავშირის შავ სიაში მოხვდნენ.
-ს სანქციები „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ არ დაუწესებია, თუმცა შავ სიაში შეიყვანა მათი შვილობილი კომპანიები და მათთან დაკავშირებული პირები.