ბრიტანეთმა ე.წ სამხრეთ ოსეთის ყოფილი დეფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი დაასანქცირა

დიდი ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტრომ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ყოფილ დეფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს სანქციები დაუწესა.
მარიონეტი რეჟიმის ყოფილ ლიდერს უკრაინის დესტაბილიზაციაში მონაწილეობა ედება ბრალად.
ანატოლი ბიბილოვი 2017-2022 წლებში თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი იყო.