ბრიტანეთი-უკრაინის „100-წლიანი პარტნიორობის” შეთანხმება გაფორმდა – რას ნიშნავს ეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი 16 იანვარს კიევს ეწვია. სტარმერმა და უკრაინის პრეზიდენტმა მ „100-წლიანი პარტნიორობის“ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
ხელშეკრულება სგან უსაფრთხოების სამომავლო გარანტიებს ითვალისწინებს.
„2025 წელს დიდი ბრიტანეთი ს იმაზე მეტ სამხედრო დახმარებას გაუწევს, ვიდრე ოდესმე. ჩვენ უკვე გამოვყავით ამ წელს 3 მილიარდი ფუნტი, თუმცა უკრაინა კიდევ მიიღებს ჩვენგან სამხედრო დახმარებას. საუბარია 2.2 მილიარდ ფუნტზე, რომელსაც დავიბრუნებთ გაყინული რუსული აქტივებიდან“, – ამბობს კირ სტარმერი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად განიხილავს უკრაინაში დასავლეთის ჯარების განლაგების შესაძლებლობასაც, რათა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გააკონტროლონ.
ვიზიტის დროს კირ სტარმერმა და ზელენსკიმ ომში დაღუპულთა გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკეს. მათ, აგრეთვე, მოინახულეს საავადმყოფოში მყოფი პაციენტები.
სტარმერთან შეხვედრის პარალელურად ს ერთ-ერთ უბანში უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს რუსული თვითმფრინავი, რომლის ნამსხვრევებმაც მანქანა დააზიანა.