ბრიტანეთი უკრაინისთვის ახალი რაკეტების შესაძენად 1.6 მილიარდ ფუნტ სტერლინგს გამოყოფს

დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის ახალი რაკეტების შესაძენად 1,6 მილიარდ ფუნტ სტერლინგს გამოყოფს. ამის შესახებ ლონდონში უკრაინის საკითხზე ლიდერების შეხვედრის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა.
კერძოდ, UK Export Finance-ის პროგრამით დიდი ბრიტანეთი გამოყოფს 1.6 მილიარდ სტერლინგს, უკრაინისთვის 5000 საზენიტო რაკეტის შესაძენად.
მისივე თქმით, საზენიტო რაკეტები დამზადდება ბელფასტში, რაც სამუშაო ადგილებს შექმნის დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სექტორში.
სტარმერის განცხადებით, მიზანია უკრაინის უძლიერეს მდგომარეობაში დაყენება, რათა შეძლონ მოლაპარაკება ძლიერი პოზიციიდან.
„სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში, ჩვენ გავაძლიერებთ უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობებს”, – აღნიშნავს ბრიტანეთის პრემიერი.

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”