ბრიტანეთი უკრაინას რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის „სთორმ შედლუსის“ რაკეტების გამოყენების უფლებას მისცემს, ამერიკა ჯერ თავს იკავებს – როგორია რუსეთის პასუხი

ბრიტანეთი ს სიღრმეში დარტყმებისთვის „სთორმ შედლუსის“ რაკეტების გამოყენების უფლებას მისცემს, ამერიკა ჯერ თავს იკავებს – როგორია რუსეთის პასუხი
ბრიტანული გამოცემა „თაიმსის“ ცნობით, და დიდი ბრიტანეთი უკრაინას რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის „სთორმ შედლუსის“ რაკეტების გამოყენების უფლებას მისცემენ, თუმცა ამის შესახებ საჯარო განცხადება არ გაკეთდება. ეს გადაწყვეტილება არ გასაჯაროვდება მოულოდნელობის ფაქტორის შენარჩუნების მიზნით.
ბრიტანული და ამერიკული მხარე დიდი ხნის განმავლობაში განიხილავდნენ რუსეთზე „სთორმ შედოუსის“ რაკეტებით დარტყმის ნებართვის მიცემის შესაძლებლობას.
„თაიმსის“ ინფორმაციით, აშშ თავს იკავებს ამ ნებართვის გაცემისგან, ვიდრე არ გაეცნობა „გამარჯვების გეგმას“, რომლის წარდგენასაც უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან მომავალ კვირას დაგეგმილი შეხვედრისას აპირებს.
„თაიმსი“ წერს, რომ უკრაინამ „სთორმ შედოუსის“ რაკეტებით რუსეთზე დარტყმების განხორციელების ნებართვა, შესაძლოა, სწორედ მომავალ კვირას მიიღოს და ეს იქნება არასაჯარო გადაწყვეტილება, რათა რუსეთს რეაგირების შესაძლებლობა შეეზღუდოს.
ამ სიახლეზე რეაგიურება არ დააყოვნა რუსეთმაც. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ს თქმით, რუსეთს აქვს შეიარაღება, რომელიც „უკრაინის რეჟიმის პატრონებს სერიოზულ შედეგს მოუტანს“, თუმცა, მისივე განცხადებით, „ბირთვული ომი არავის სურს“.
სერგეი ლავროვმა „სქაი არაბიასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთს არ სურს ბირთვული ომი და მიიჩნევს, რომ „წითელ ღილაკზე“ საუბრები არაადეკვატურია.
„ჩვენ ვსაუბრობთ წითელ ხაზებზე იმ იმედით, რომ ჩვენს შეფასებებსა და განცხადებებს მოისმენენ ჭკვიანი, გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები. იმის თქმა, რომ თუ ხვალ არ გააკეთებთ იმას, რასაც მე მოგთხოვთ, ჩვენ დავაჭერთ „წითელ ღილაკს“, არასერიოზულია,“ – აღნიშნა ლავროვმა და დაამატა, რომ რუსეთს აქვს იარაღი, „რომელიც სერიოზულ შედეგებს მოუტანს უკრაინული რეჟიმის პატრონებს“ და რომ ეს იარაღი „სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია“.
ლავროვის თქმით, დასავლეთის გადაწყვეტილება უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების შესახებ ნიშნავს, რომ ნატო რუსეთს ეომება.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე თქვა, რომ ნატო უკვე აწარმოებს ჰიბრიდულ ომს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინელების ხელით. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთს დასავლეთთან ესკალაცია არ სურს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება

ნიკა გვარამია – თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი – ამ ქვეყანაში არ იქნება ომი არასდროს, ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ევროპისთვის