ბრიტანეთი, საფრანგეთი და კანადა – თუ ისრაელი ღაზაში განახლებულ სამხედრო შეტევას არ შეწყვეტს და ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეზღუდვებს არ მოხსნის, საპასუხოდ კონკრეტულ ქმედებებს განვახორციელებთ

გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და კანადა ს მიერ ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაციის გაფართოებას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ თუ ისრაელი ოპერაციას გააგრძელებს, რეაგირება ექნებათ.
„არ გავჩერდებით უმოქმედოდ, სანამ ნეთანიაჰუს მთავრობა ამ აღმაშფოთებელ ქმედებებს ახორციელებს. თუ ისრაელი არ შეწყვეტს განახლებულ სამხედრო შეტევას და არ მოხსნის ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეზღუდვებს, საპასუხოდ შემდგომ კონკრეტულ ქმედებებს განვახორციელებთ“, – აღნიშნულია სამი ქვეყნის მთავრობების ერთობლივ განცხადებაში.
დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და კანადამ ისრაელის ზომები „სრულიად არაადეკვატურად“ შეაფასეს და ისრაელს მოუწოდეს, აღადგინოს ღაზას სექტორში დახმარების მიწოდება, ჰუმანიტარული პრინციპების შესაბამისად.
განცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრი, გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ისრაელი თავის დაცვას სრული გამარჯვების მიღწევამდე გააგრძელებს.
„ლიდერები ლონდონში, ოტავასა და პარიზში 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული გენოციდური თავდასხმისთვის უზარმაზარი პრიზის შეთავაზებით გამოდიან კიდევ უფრო მეტი მსგავსი სისასტიკის მოწვევით“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა