“ბრიტანეთი დემოკრატიის აკვანია და ასეთი ქვეყნისგან სანქციები სამარცხვინოა” –

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნით მიმართვასთან დაკავშირებით ირაკლი პირველ კომენტარს აკეთებს.
“ზოგადად, დიდი ბრიტანეთი დემოკრატიული ცივილიზაციის, დემოკრატიის აკვანია. ვიღაცებს „შერატონი“ ჰქონიათ ცივილიზაციის აკვანი, სინამდვილეში სხვა რამეშია საქმე. ინგლისი ნამდვილად არის დემოკრატიის აკვანი. როდესაც ასეთი ქვეყანა ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე საუბრობს სანქციებზე, ეს, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გაუგებარია. ეს ჯონ ლოკის ქვეყანაა და ასეთ ქვეყანაში მტკიცებულებების გარეშე ადამიანების დასჯაზე საუბარი, აბსოლუტურად სამარცხვინო მოვლენაა“, – განაცხადა კობახიძემ.
კონგრესმენი ჯო უილსონი და ბრიტანელი დეპუტატი ჯეიმს მაკკლირი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნით მიმართავენ.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, დევიდ ლემისთვის გაგზავნილ ერთობლივ წერილს ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე აქვეყნებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას