ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი გამოდიან ახლო აღმოსავლეთში ვითარების “დეესკალაციის” მოწოდებით

ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები გამოვიდნენ ახლო აღმოსავლეთში ვითარების “დეესკალაციისა და რეგიონული სტაბილურობის” მოწოდებებით და ირანსა და მის მოკავშირეებს მიმართეს თხოვნით, არ გამოუთხარონ ძირი ღაზაში “ცეცხლის შეწყვეტაზე და მძევალთა გათავისუფლებაზე დათანხმების შესაძლებლობას”.
12 აგვისტოთი დათარიღებულ განცხადებაში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, გერმანიის კანცლერი და საფრანგეთის პრეზიდენტი მიესალმებიან -ის და რეგიონის წარმომადგენლების მოწოდებებს, დაუყოვნებლივ აღდგეს მოლაპარაკებები ისრაელსა და აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულ ჰამასს შორის. მათი თქმით, ამგვარი მოლაპარაკებების “მეტი დაყოვნება” დაუშვებელია.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – ვაკეში სპორტის აკადემია არსებობას ასრულებს, თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მერის გამო – მარაზმატული ცათამბჯენი უნდა აშენებულიყო, თუმცა აკადემიაც აღდგენილიყო, ახლა კიდევ უფრო მაღალი ცათამბჯენი აშენდება