“ბრიტანეთი განიხილავს, შეუერთდეს -ს სანქცირების”- ვაშაძე კემერონს შეხვდა

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, დეპუტატი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, დეივიდ კემერონს შეხვდა. ვაშაძის თქმით, გაერთიანებული სამეფო განიხილავს შეუერთდეს -ს მიერ დაწესებულ სანქციებს.
“ბრიტანეთი განიხილავს იმ საკითხს, რომ შეუერთდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს სანქცირების პოლიტიკის თვალსაზრისით იმ კონკრეტულ პირებთან მიმართებაში ვინც ცდილობს, რომ საქართველოს გადაახვევინოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან […]
აბსოლუტურად ყველა უყურებს 26 ოქტომბრის არჩევნებს, როგორც გეოპოლიტიკურ არჩევანს, რომელიც ჩვენ, ქართველმა ხალხმა უნდა გავაკეთოთ. ან განვითარება, წინსვლა, ევროკავშირი, ნატო, ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მეგობრობა ბრიტანეთთან, ამერიკასთან, ევროკავშირთან, ან რუსული ჭაობი ბიძინა ივანიშვილთან ერთად! აი ეს არის რეალური არჩევანი რაც გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობით გავიმარჯვებთ”, – ამბობს .
მისი თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში მზად რუსულ გავლენებზეც. ვაშაძის ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და პირველმა დიპლომატმა მხარს უწერს ქართველ ხალხის არჩევანს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებათა დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროპა ჩართული უნდა იყოს უკრაინაში სამშვიდობო პროცესში, თუ უკრაინა დაეცემა, ევროპისთვის რისკები იზრდება და აბსოლუტურად არ შეგვიძლია ამის მიღება ან დაშვება