ბრიტანეთი აცხადებს, რომ ისრაელის მიმართ მხარდაჭერა “ურყევია”, იარაღის ექსპორტზე უთანხმოების ფონზე

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ჯონ ჰილის განცხადებით, ს უსაფრთხოებას არ დაასუსტებს იარაღის ექსპორტის ნაწილის შეჩერება – მისი განცხადების ფონია თელ-ავივის და ებრაელთა თემის ლიდერების მხრიდან ბრიტანეთის მთავრობის მიმართ 3 სექტემბერს გამოთქმული კრიტიკა.
ბრიტანეთმა შეაჩერა სართო ჯამში დაახლოებით 350-დან 30-მდე ლიცენზია, იმ შეშფოთების გამო, რომ იარაღი შესაძლოა გამოყენებული იყოს საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის დარღვევით, ღაზის ომში.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა თქვა, რომ “ღრმად იმედგაცრუებულია”, და გააკრიტიკა ბრიტანეთის მხრიდან ამ განცხადების გაკეთების მომენტი, როცა ცოტა ხნით ადრე ღაზაში მძევლები დახოცეს.
ჰილი ამბობს, რომ ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან ისრაელის მხარდაჭერა “ურყევი” რჩება, თუმცა აღიარებს, რომ გალანტი ამ ცნობას უარყოფითად გამოეხმაურა.

ასევე დაგაინტერესებთ