ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ ჯულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადიციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო

WikiLeaks-ის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის ბრიტანეთიდან შეერთებულ შტატებში ექსტრადიცია შეჩერდა, მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა წარადგინოს გარანტიები, რომ ასანჟს სიკვდილით დასჯა არ დაემუქრება.
სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ამჟამად ასანჟისთვის წაყენებული არცერთი ბრალდება არ ითვალისწინებს სიკვდილით დასჯას, თუმცა, მოგვიანებით, შეიძლება, წაუყენონ ისეთი ბრალდება, რომლითაც სიკვდილის დასჯა დაემუქრება, რაც ნიშნავს, რომ მისი ექსტრადირება უკანონო იქნება.
მოსამართლეების განმარტებით, ასანჟმა მიუთითა -ის ყოფილი პრეზიდენტის, ს კომენტარზე, რომელმაც 2010 წელს, WikiLeaks-ის განხილვისას განაცხადა: „ვფიქრობ, სიკვდილით დასჯა ან რაღაც მსგავსი უნდა იყოს“.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ აშშ გარანტიებს 16 აპრილამდე არ წარმოადგენს, მაშინ ასანჟს გასაჩივრების ნებართვა მიენიჭება. შემდგომი მოსმენა 20 მაისს დაინიშნა.
ცნობისთვის, აშშ-ში ასანჟს 18 მუხლით აქვს ბრალი წაყენებული, მათ შორის ჯაშუშობის შესახებ მუხლით.