ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა: ნოემბერში რუსეთმა ომის მანძილზე ყველაზე მძიმე დანაკარგები განიცადა

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა იტყობინება, რომ 2023 წლის ნოემბერში რუსეთის ჯარებში დანაკარგებმა დღეში საშუალოდ 931 ადამიანი შეადგინა. ეს ინფორმაცია ემყარება უკრაინის გენერალური შტაბის ცნობებს. უკანასკნელი ექვსი კვირის განმავლობაში რუსეთის ჯარებში შეინიშნება დანაკარგების ერთ-ერთი ყველაზე უფრო მაღალი მაჩვენებელი მთელი ომის განმავლობაში.
ადრე რუსეთს ყველაზე მაღალი დანაკარგები ჰქონდა 2023 წლის მარტში ბახმუტისთვის ბრძოლაში – საშუალოდ 776 ადამიანი დღეში.
მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის დაზვერვას არ შეუძლია შეამოწმოს მეთოდოლოგია, რომლითაც ითვლიან დაღუპულ მეომრებს, თავის ანგარიშში ის აღნიშნავს, რომ უკრაინული მხარის მიერ დასახელებული რიცხვები სრულიად დამაჯერებელია.
ამჟამინდელი მძიმე დანაკარგები დიდად არის დამოკიდებული ქალაქ ავდეევკაზე რუსეთის იერიშზე, მიაჩნიათ ბრიტანელ ექსპერტებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?