ბრიტანეთის საელჩო: მხარში ვუდგავართ ქართველებს ძლიერი, თავისუფალი ქვეყნის შენებაში

ბრიტანეთის საელჩო 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წლის გასვლას X-ზე განცხადებით ეხმაურება და წერს, რომ ბრიტანეთი მხარში უდგას საქართველოს მოქალაქეებს ძლიერი, თავისუფალი და სუვერენული ქვეყნის შენებაში.
“დღეს, ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ ყველას, ვინც 35 წლის წინ იბრძოდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და კეთილდღეობისთვის.
ჩვენ მხარში ვუდგავართ საქართველოს მოქალაქეებს ძლიერი, თავისუფალი და სუვერენული ქვეყნის შენებაში”, – წერია საელჩოს განცხადებაში.
დღეს, ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ ყველას, ვინც 35 წლის წინ იბრძოდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და კეთილდღეობისთვის.

ჩვენ მხარში ვუდგავართ საქართველოს მოქალაქეებს ძლიერი, თავისუფალი და სუვერენული ქვეყნის შენებაში. #9აპრილი— UK in Georgia (@UKinGeorgia) April 9, 2024