ბრიტანეთის საელჩო ზურაბ ჯაფარიძის პატიმრობაზე – “არაპროპორციული ზომა” ოპოზიციის დაშინებისა და გაჩუმებისთვის

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში ეხმაურება ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პატიმრობის შეფარდებას და ამ ნაბიჯს აფასებს “არაპროპორციულ ზომად” რომელიც “მიზნად ისახავს პოლიტიკური ოპოზიციის დაშინებას და გაჩუმებას”.
ამ შინაარსის განცხადება ბრიტანეთის საელჩოს ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა, მასში ნათქვამია – “ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ კანონის მიღებასთან და „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესახებ გაკეთებული განცხადებების ფონზე, ეს საქართველოს სერიოზული დემოკრატიული დაღმასვლის კიდევ ერთი დასტურია. პლურალისტური, მრავალპარტიული დემოკრატია ევრო-ატლანტიკური ღირებულებების აუცილებელი ნაწილია. „ქართულმა ოცნებამ“ ახლავე უნდა შეაჩეროს ანტიდემოკრატიული ზომების მიღება”.
სადაო პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა, ზურაბ ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების პროპორციულობასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად, დღეს 23 მაისს მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ “ზურაბ ჯაფარიძეც აღიარებს, რომ ზუსტად იცოდა, კანონი რა არის – ჰქონდა შესაძლებლობა აღკვეთის ღონისძიება გირაო გამოყენებულიყო და განზრახ არ დაემორჩილა ამ გირაოს, ასე რომ თავისი ფეხით შევიდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში”.
მან ისაუბრა პოლიტიკოსებზეც, რომლებმაც უარი თქვეს მისულიყვნენ დროებით საგამოძიებო კომისიაზე და განაცხადა რომ „ეს გახლავთ სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც საკითხები დგება კანონის მიხედვით და არა სურვილების მიხედვით”.
ზურაბ ჯაფარიძეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან, რისთვისაც მას 16 აპრილს მოსამართლე ნანა შამათავამ 20-ათასლარიანი გირაო შეუფარდა. ზურაბ ჯაფარიძემ გირაოს თანხის გადახდაზე პრინციპული უარი განაცხადა.
ზურაბ ჯაფარიძეც აღიარებს, რომ ზუსტად იცოდა, კანონი რა არის – ჰქონდა შესაძლებლობა აღკვეთის ღონისძიება გირაო გამოყენებულიყო და განზრახ არ დაემორჩილა ამ გირაოს, ასე რომ თავისი ფეხით შევიდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის შესასწავლად საგამოძიებო კომისია 5 თებერვალს შექმნა. „ქართულ ოცნებას“ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვა სურს. „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ იგი მოიაზრებს დიდ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს და რომლებიც არ ცნობენ მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმაციას.
კომისიაში გამოუცხადებლობის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდეს შემდეგ პოლიტიკოსებს: ს (50 000 ლარი), სა და ბადრი ჯაფარიძეს (50 000-50 000 ლარი), გივი თარგამაძეს (10 000 ლარი), ირაკლი ოქრუაშვილს (20 000 ლარი), ზურა ჯაფარიძეს (20 000 ლარი), ს (50 000 ლარი), ს (30 000 ლარი).
გირაო დათქმულ ვადაში არ გადაიხადეს ირაკლი ოქრუაშვილმა და ზურა ჯაფარიძემ. ორივე მათგანი სასამართლო სხდომათა დარბაზში დააკავეს. გირაოს თანხის გადახდას არ გეგმავენ არც ნიკა გვარამია და ნიკა მელია.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი – დღეს “ქართულ ოცნებას“ თბილისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევნების ჩასატარებლად ქვორუმი არ გააჩნდა, მაშველ რგოლად მიხეილ კაკაურიძე მოევლინა, რომელიც “ლელოს“ სახელით არის წარმოდგენილი