ბრიტანეთის საელჩო „ბოდიშისკენ“ მოწოდებაზე: BBC დამოუკიდებელია, ეს მათი გადასაწყვეტია

ბრიტანეთის საელჩო საქართველოში რადიო თავისუფლებასთან კომენტარით პასუხობს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მოწოდებას BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების გამო ბოდიშის მოხდაზე.
„BBC დამოუკიდებელია ბრიტანეთის მთავრობისგან როგორც საოპერაციო, ასევე სარედაქციო საქმიანობის თვალსაზრისით და ეს საკითხი თავად კორპორაციის გადასაწყვეტია“, – განუცხადეს რადიო თავისუფლებას საელჩოში.
„მე მგონია, რომ დიდმა ბრიტანეთმა ჯერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სიყალბის გამო უნდა მოიხადოს ბოდიში“, – განაცხადა დღეს, 9 დეკემბერს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა მ.
მ დაამატა: „ეს [ბოდიში] არის პირველი, რაც ეკუთვნის დიდ ბრიტანეთს იმიტომ, რომ BBC არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, პირდაპირ ფინანსდება საჯარო არხებით“.
ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ გადაწყვიტა, BBC-ის წინააღმდეგ დაიწყოს „სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში“.
„ჟურნალისტურ გამოძიებას ჩვენი მხარდაჭერა აქვს, მადლობას ვუხდით მასში მონაწილე მამაც ადამიანებს“, – უთხრა რადიო თავისუფლებას BBC-ის სპიკერმა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ნოდარ ხარშილაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებებზე – რამდენიც არ უნდა უხაროდეთ და გიორგი გახარიას აბრალონ, მაშინ ხელისუფლებაში მათი პარტია იყო

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 15 პირის საქმის პროკურორი არ გამორიცხავს, რომ თუ ბრალდებულები აღიარებენ დანაშაულს და მტკიცებულებებს უდავოდ ცნობენ, შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს