ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზელენსკის და ტრამპის უთანხმოების გამო თავს დამნაშავედ გრძნობს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ გრძნობდა მას შემდეგ, რაც შეიტყო პრეზიდენტებს – სა და დონალდ ტრამპს შორის ოვალურ კაბინეტში თებერვლის ბოლოს მომხდარი დაპირისპირების შესახებ. ამის შესახებ ლემიმ Guardian-თან ინტერვიუში თქვა.

ბრიტანელი მინისტრი მიიჩნევს, რომ მას მეტის გაკეთება შეეძლო უკრაინელი კოლეგებისთვის ტრამპთან შესახვედრად მომზადების დროს.

„გულწრფელად რომ ვთქვა, გავიფიქრე, აააჰ! რატომ არ გავაკეთე მეტი ჩვენი უკრაინელი კოლეგების მხარდასაჭერად ამ შეხვედრისთვის მომზადების დროს?“ – თქვა ლემიმ.
მან იქვე განმარტა, რომ უკრაინის დელეგაცია ბოლო მომენტში მიიწვიეს, ხოლო ბრიტანული მხარე ტრამპთან საკუთარ შეხვედრაზე ფიქრობდა და დახმარების დრო არ ჰქონდა.
„ზედმეტად მკაცრი ვიყავი საკუთარი თავის მიმართ. მაგრამ მაინც ვგრძნობდი თავს დამნაშავედ“, – დასძინა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

თუმცა, მან გაიხსენა, რომ თეთრ სახლში ჩხუბის შემდეგ, ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა ზელენსკი ლონდონში მიიწვია. „კირის ეს „ჩახუტება” (ზელენსკისთან – რედ.) – დღესაც ძალიან ემოციურს მხდის ამის გახსენება – იყო მომენტი, როცა მთელმა მსოფლიომ შვებით ამოისუნთქა“, – იხსენებს ლემი.
მისი თქმით, სტარმერი და ზელენსკი, რომლებიც დაუნინგ სტრიტის ტროტუარზე გადაეხვივნენ ერთმანეთს, გახდნენ „განსახიერება დიდი ბრიტანეთის დაბრუნებისა იმ ადგილას, რომელსაც მას მსოფლიო საზოგადოება ანიჭებს: ხიდების აგება, ისტორიასთან შემაკავშირებელი რგოლი, რომელიც გვეხმარება მსოფლიოს დიდ ნაწილთან ურთიერთობაში“.
ცოტა ხნის წინ, სტარმერმა ასევე გაიხსენა ზელენსკის ლონდონში ვიზიტი, რომელიც თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან მისი დავის შემდეგ შედგა.
როგორც ცნობილია, 28 თებერვალს ზელენსკიმ თეთრი სახლი ვადაზე ადრე დატოვა ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან დაპირისპირების შემდეგ.

ოვალურ კაბინეტში კამათის შემდეგ ზელენსკის მიმართ მხარდაჭერის სიტყვები გაისმა ევროპელი მოკავშირეების მხრიდან, უკრაინის მხარე დაიკავეს ევროპელმა ლიდერებმა, ასევე ევროკავშირის ხელმძღვანელებმა.
ფორუმი