ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ბიზნესს ჩინეთთან ვაჭრობის მიმართულებით სტაბილურობა და სიცხადე სურს

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლემი აცხადებს, რომ ბიზნესს ჩინეთთან ვაჭრობის მიმართულებით სტაბილურობა და სიცხადე სურს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იიმ პარასკევს ლამისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ორმხრივი კავშირები ახლა ახალ საწყის წერტილში დგას და აღნიშნა, რომ ამ ეპოქის ფონზე მსხვილ სახელმწიფოებს შორის კონკურენცია არ უნდა იყოს.
ლამი შანხაიში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. შანხაიში, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთთან სავაჭრო კავშირებზე სასაუბროდ ბრიტანელ ბიზნეს ლიდერებს ხვდება.
მედიის ცნობით, ბრიტანეთმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩინეთისადმი მიდგომაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. კერძოდ. ბოლო წლების განმავლობაში ბრიტანეთი ჩინეთს მკაცრად აკრიტიკებდა, ახლა კი ურთიერთობების გაუმჯობესებას ცდილობს. ჩინეთი ბრიტანეთის მეექვსე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელიც მთლიანი ვაჭრობის 5%-ს შეადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

2030 წლისთვის, მაღალი ალბათობით, საქართველო გახდება მაღალშემოსავლიანი სტატუსის მქონე ქვეყანა და ამაყად შევაბიჯებთ ევროკავშირის მდიდარი ქვეყნების რიგში – ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისელ ამომრჩეველს მიმართა