ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან დარეკვას არ აპირებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინთან დარეკვას არ აპირებს. ბრაზილიაში G20-ის სამიტის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას სტარმერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება უკრაინის მიმართ.
„1000 დღე ს აგრესიის დაწყებიდან, 1000 დღე, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა და დიდი კვალი დატოვა უკრაინელების ცხოვრებაზე. ბოლო პერიოდში ჩვენ ვნახეთ, ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები, რომლებიც ს მხარეს იბრძვიან, რასაც სერიოზული შედეგები მოჰყვება“, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
საერთაშორისო ლიდერების გაღიზიანება, გერმანიის კანცლერის პუტინთან საუბარმა გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით,15 ნოემბერს ოლაფ შოლცმა საკუთარი ინიციატივით დაურეკა პუტინს, ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი ბოლო ორი წელია, არ გამართულა.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }