ბრიტანეთის პარლამენტმა რუანდელი მიგრანტების დეპორტაციის გადაწყვეტილება დაამტკიცა

ბრიტანეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც თავშესაფრის მაძიებელი არალეგალი რუანდელი მიგრანტების დეპორტაციას ითვალისწინებს. დებატები ამ მეთოდის კანონიერების შესახებ უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს.
კანონპროექტის თანახმად, რომელსაც აქტიურად უწყობდა ხელს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი , ყველა რუანდელი, ვინც უკანონოდ გადაკვეთა ლა-მანშის სრუტე, დეპორტირებული იქნება დიდი ბრიტანეთიდან. თავშესაფრის შესახებ ბრიტანეთის გადაწყვეტილებას მიგრანტები რუანდაში დაელოდებიან. გაძევების ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
კანონპროექტი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III მოაწერს ხელს. ეს შესაძლოა უკვე დღეს, 23 აპრილს, მოხდეს. ხელისუფლების გეგმების თანახმად, მიგრანტებისთვის განკუთვნილი პირველი რეისი დიდი ბრიტანეთიდან ივლისში გაემგზავრება. ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სიაში შეყვანილია 350 ადამიანი, რომლებსაც ყველაზე ნაკლებად აქვთ თავშესაფრის მიღების შანსი.
არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის შესახებ კანონის გარშემო მსჯელობა 2021 წლიდან მიმდინარეობს. 2022 წლის აპრილში გაერთიანებულმა სამეფომ და რუანდამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, კიგალი მიიღებდა მიგრანტებს, ხოლო ლონდონი მილიონობით ინვესტიციას განახორციელებდა აფრიკის ამ ქვეყნის განვითარებაში. დიდმა ბრიტანეთმა რუანდაში უკვე გადარიცხა 140 მილიონი ფუნტი სტერლინგი, მაგრამ 2022 წლის ივნისში მიგრანტებისთვის განკუთვნილი პირველი რეისი, ECHR-ის (ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო) გადაწყვეტილებით, ბოლო მომენტში გაუქმდა.

2023 წლის ნოემბერში ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუანდაში მიგრანტების გაძევება არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, რომელიც კრძალავს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. კანონპროექტის კრიტიკოსებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ რუანდაში პოლიტიკური ლტოლვილები შეიძლება საფრთხეში აღმოჩნდნენ. კანონპროექტს ასევე უწოდეს “არაეფექტური, გაუმართლებლად სასტიკი და ძვირადღირებული.”
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მთავარია, რას გააკეთებს დონალდ ტრამპი, მან აღნიშნა, რომ მისი მიზანია აშშ-ის სტრუქტურების გათავისუფლება „დიფ სთეითისგან”, თუ ამას გააკეთებს, დადებითად აისახება საქართველოს ინტერესებზე და გაჯანსაღდება ურთიერთობები

ირაკლი კობახიძე – გუშინ სრული მობილიზაცია ჰქონდათ გამოცხადებული და აქაც კი 3 000 კაცამდე ძლივს შეკრიბეს – ხალხი აღარ დადის აქციებზე – მძიმე ემოციური ფონია, ერთგვარი ისტერიული მდგომარეობაა რადიკალურ ოპოზიციაში

ირაკლი კობახიძე – რაზეც ვსაუბრობდით ამ სამი წლის განმავლობაში აქტიურად, ამაზე უკვე ტრამპის ადმინისტრაციის მომავალი წევრები საუბრობენ – ჩვენ გვაქვს იმედი, რომ „დიფ სთეითის” პრობლემა სრულად დაიძლევა

პრემიერი – რასაც ველოდით საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ზუსტად იგივე ხდება, მათ შორის იმის ჩათვლით, რომ სალომე ზურაბიშვილი არ შეეგუებოდა თანამდებობის დატოვებას, შემოიკრებდა ამ თემის გარშემო რადიკალურ ოპოზიციას, ეს არის ქვეყნის გარეთ დაწერილი სცენარი