ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრმა, ბენჯამინ ჰადადმა შეხვედრის შემდეგ X-ზე დაწერა, რომ „ქართული ოცნების“ „ავტორიტარული გადახვევები მიუღებელია“.
„ეს ტრაექტორია ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება და ამას უპასუხოდ არ დავტოვებთ”, – წერს ბენ ჰადადი.
ჰადადის ცნობით, შეხვედრის ორგანიზატორი იყო სტივენ დაუთი, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, – ეს ინფორმაცია მანაც გააზიარა X-ზე.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ონლაინ შეხვედრას 20-ზე მეტი მონაწილე ჰყავდა.
მონაწილეთა შორის იყვნენ ბრიტანეთის, საფრანგეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთ სამინისტროების წარმომადგენლები, ევროკავშირის ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) წარმომადგენელი და ასევე აშშ-ის „ჰელსინკის კომისიის“ მრჩეველი მაიკლ ჩეჩირე.
წინა დღეს, 30 ივნისს ბრიტანეთის საგარეო უწყებამ ლონდონში მყოფი საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გამოიძახა და პროტესტი გამოხატა მისი მთავრობის მიერ პარტნიორებისადმი, მათ შორის ბრიტანეთისადმი „ცრუ ბრალდებების და საჯარო თავდასხმების“ გამო.
ბრიტანეთის საგარეო უწყების სპიკერი ასევე აცხადებს, რომ:
· „გავლენიანი ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრება საქართველოს მთავრობის უახლესი მცდელობაა, შეზღუდოს თავისუფლება და ჩაახშოს განსხვავებული აზრი“;
· „საარჩევნო კონკურენტების დაკავება შეუთავსებელია ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან, – თუ ასეთი კვლავ გააჩნია „ქართულ ოცნებას“, – და მათს საკუთარ კონსტიტუციურ ვალდებულებებთან“;
· „გაერთიანებული სამეფოს მთავრობა უყოყმანოდ განიხილავს შემდგომ ქმედებებს, თუ საქართველო არ დაუბრუნდება დემოკრატიის, თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემასა და დაცვას“.
· ბრიტანეთს უკვე არაერთი ქართველი მაღალჩინოსნისთვის აქვს სანქციები დაწესებული. გაერთიანებულ სამეფოს ჯერჯერობით სანქციები არ დაუწესებია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისთვის, საპატიო თავმჯდომარისათვის, მილიარდერი ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილისათვის.
ფორუმი
