ბრიტანეთის მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენება უკრაინის უფლებაა – კამერონი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ს თქმით, ს აქვს უფლება, რომ ლონდონის მიერ მიწოდებული შეიარაღება ს ტერიტორიაზე თავდასასხმელად გამოიყენონ.
“უკრაინას აქვს ეს უფლება. როგორც რუსეთს მიაქვს იერიშები უკრაინაში, მარტივად მიხვდებით, რატომ სჭირდება უკრაინას დარწმუნება, რომ თავს დაიცავენ”. – თქვა კამერონმა მედიასააგენტო Reuters-თან საუბარში ბრიტანული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებასთან დაკავშირებით.
კამერონი პირობას დებს, რომ უკრაინისთვის ყოველწლიურად გამოიყოფა 3 მილიარდ ფუნტიანი დახმარება, რაც 3.74 მილიარდ დოლარს უტოლდება. მისი თქმით, ეს იქამდე გაგრძელდება, სანამ საჭირო იქნება.
“ჩვენ მათ ყოველწლიურად გადავცემთ 3 მილიარდ ფუნტს სანამ საჭირო იქნება. აღჭურვილობის გადაცემის მხრივ, ჩვენი თავი მართლაც ამოვწურეთ… [აღჭურვილობის] ნაწილი უკრაინაში სწორედ დღეს ჩამოვა, სანამ მე აქ ვარ” – თქვა კამერონმა Reuters-თან, როცა ის კიევში იმყოფებოდა.
კამერონი, რომელიც 2010-2016 წლებში ბრიტანეთის პრემიერის პოსტს იკავებდა და ახალ მაღალ თანამდებობაზე რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ სა და პრეზიდენტ ს შეხვდა. ეს კიევში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მისი მეორე ვიზიტია.