ევროპის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს მინისტრი ნუსრატ განი საქართველოს პრეზიდენტის მიერ რუსულ კანონზე ვეტოს დადებას X-ზე გამოეხმაურა და სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.
“გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ვეტო დაადოს უცხოური გავლენის შესახებ კანონს. ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს არ დაძლიოს ვეტო და გაიწვიოს ეს კანონი” – წერს ნუსრატ განი X-ზე.