ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი – მოკავშირეებმა უკრაინას 35 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება აღუთქვეს

უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის დროს მოკავშირეებმა ქვეყანას 35 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება აღუთქვეს, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ ბრიუსელში საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საკონტაქტო ჯგუფის მისია უცვლელი რჩება – მხარი დაუჭიროს უკრაინას დღევანდელ ბრძოლაში და ხელი შეუწყოს მშვიდობის უზრუნველყოფას ხვალ.
„შემიძლია დავადასტურო, რომ დღეს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი უკრაინას 35 მილიარდი დოლარის ახალ სამხედრო დახმარებას გამოუყოფს“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, შეხვედრამ პუტინს ძალიან მკაფიო სიგნალი გაუგზავნა.
„ასეთი ერთიანი და მტკიცე არასდროს ვყოფილვართ. გავზრდით სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის, გავზრდით ზეწოლას რუსეთზე და გვსურს, რომ 2026 წელი იყოს ამ ომის დასრულების წელი, წელი, როდესაც მშვიდობას მივაღწევთ“, – აღნიშნა ჰილიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)