ანჯელა რეინერმა ვიცე-პრემიერის, საბინაო თემებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში სახელმწიფო მდივნის, ასევე ლეიბორისტული პარტიის ლიდერის მოადგილის თანამდებობები დატოვა.
დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერი ანჯელა რეინერი თანამდებობიდან გადადგა და დიდი ბრიტანეთის საცხოვრებელი საკითხების მინისტრის და ლეიბორისტული პარტიის ლიდერის მოადგილის პოსტებიც დატოვა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბინის შეძენის შემდეგ საკმარისი გადასახადი არ გადაიხადა.
ანჯელა რეინერმა ინგლისის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე კურორტ ჰოუვში 800 000 გირვანქა სტერლინგად შეფასებული ბინა შეიძინა. დამოუკიდებელმა კომისიამ დაადგინა, რომ იმ ბინის შეძენისას ქონების არასაკმარისი გადასახადი გადაიხადა.
ანჯელა რეინერმა განაცხადა, რომ ეს განზრახ არ გაუკეთებია, თუმცა თქვა, რომ შეცდომაზე „სრულ პასუხისმგებლობას იღებს, რადგან ბინის შეძენისას გადასახადთან დაკავშირებით კონსულტაცია არ გაიარა“.
ის დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერად 2024 წლის 5 ივლისს დაინიშნა.
radiotavisupleba.ge
