ბრიტანეთის ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტრო დატოვა

ბრიტანეთის ელჩმა, გარეთ უორდმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დატოვა – დიპლომატი  უწყებაში 40 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა, მან შენობა უკომენტაროდ დატოვა.

დიდი ალბათობით მაკა ბოჭორიშვილის უწყებაში ამ აუდიანციაზე კომენტარი რამდენიმე წუთში გაკეთდება.

უორდს მედიასთან კომენტარი არც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შესვლამდე გაუკეთებია.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა გუშინ განაცხადა, ელჩისგან მოითხოვენ განმარტებას, თუ რა იყო ქართული ტელევიზიების „იმედის“ და POST TV-ის დასანქცირების საფუძველი.

გაერთიანებულმა სამეფომ სამთავრობო მედიები, TV იმედი და POSTV “რუსული დეზინფორმაციის გავრცელების” გამო 24 თებერვალს დაასანქცირა.

სამთავრობიო მედიებს შემდეგი სანქციები შეეხოთ:  აქტივების გაყინვა, სატრასტო მომსახურების სანქციები და დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქცია.

ასევე დაგაინტერესებთ

სამირა ბაირამოვა: მარნეულში 22 მარტში ჩინარის ბაირამია და სოფელ ჯანდარში დიდი ზეიმით აღინიშნებოდა და მოსახლეობა განცხადებას ავრცელებს, რომ ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩინარის ტერიტორიაზე დაგეგმილი ღონისძიებები ჩატარდეს მუსიკის გარეშე, ყოველგვარი ხმაურიანი აღნიშვნების გარეშე და უფრო თავშეკავებულ ფორმატში