დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, გარეთტ უორდი აგვისტოს ომის 17 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მისი თქმით, ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობას.
იგი ასევე წუხილს გამოთქვამს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ “ქართული ოცნების” ხელიუფლების წარმომადგენლები აკრიტიკებენ ევროპის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია უკრაინაში და ზოგადად, მთლიან კონტინენტზე რუსეთის აგრესიის შეკავებისაკენ.
“დღეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 17 წელი შესრულდა. ვიხსენებთ მათ, ვინც ამ ომს შეეწირა და ასევე ყველა იმ იძულებით გადაადგილებულ პირს, რომლებსაც რუსეთის აგრესიის გამო, საკუთარი სახლების მიტოვება მოუწიათ. დიდი ბრიტანეთი კვლავ მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია.
ამ აგვისტოს 1 წელი შესრულდა, რაც მე დავიწყე ჩემი საქმიანობა, როგორც მისი უდიდებულესობის ელჩმა საქართველოში. ამ პერიოდში, ვეწვიე სოფელ ერგნეთს, რომელიც მდებარეობს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან სამხრეთ ოსეთში. ასევე ვეწვიე ენგურის ხიდს, რომელიც რიონზე გადადის აფხაზეთის მიმართულებით.
ასევე მქონდა შესაძლებლობა, მესაუბრა კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებთან, ქალ ელჩებთან მშვიდობისთვის, რომლებიც ადმინისტრაციულ ხაზთან მდებარე სოფლებში ცხოვრობენ და ასევე ახალგაზრდებთან გალის რეგიონიდან.
საკუთარი თვალით ვიხილე ომის შედეგად გაყოფილი საზოგადოების გავლენა ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. უკვე 30 წელზე მეტია, დიდი ბრიტანეთი საქართველოსთან ერთად მუშაობს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებასა და ესკალაციის თავიდან აცილების კუთხით. დიდ ბრიტანეთ სურს, იხილოს წარმატებული, ერთიანი საქართველო, რომელსაც შეეძლება უსაფრთხოების პარტნიორების თავისუფლად არჩევა.
ვწუხვართ, როცა საქართველოს მთავრობა აკრიტიკებს ევროპის ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის აგრესიის შეკავებას უკრაინასა და ევროპაში. დიდი ბრიტანეთი მზად არის ითანამშრომლოს საქართველოსთან საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების გასამყარებლად. სწორედ ამას იმსახურებს ქართველი ხალხი”, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში.
