ბრიტანეთის ეკონომიკა რეცესიას განიცდის – Reuters

დიდი ბრიტანეთის მშპ 2023 წლის ბოლო კვარტალში 0.3%-ით დაეცა, რაც 0.1%-ით ნაკლებია მესამე კვარტლის მონაცემზე. ამის შესახებ Reuters წერს.
მეოთხე კვარტალში ვარდნა უფრო დიდი იყო, ვიდრე ანალიტიკოსები მოელოდნენ. Reuters-ის მიერ გამოკითხული ყველა ეკონომისტი, 0,1%-ით კლებას პროგნოზირებდა.
გირვანქა სტერლინგი დოლართან და ევროსთან მიმართებაში შესუსტდა. ინვესტორებმა გაზარდეს თავიანთი ფსონები, რომ წელს ინგლისის ბანკი შეამცირებს საპროცენტო განაკვეთებს და ბიზნესებმა სახელმწიფოს დახმარება სთხოვეს ბიუჯეტის გეგმის შესასრულებლად, რომლის პრეზენტაცია 6 მარტსაა დაგეგმილია.
ბრიტანეთი G7-ის ქვეყნიდან მეორე ქვეყანაა იაპონიის შემდეგ, რომელიც რეცესიაში ჩავარდა.
დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა მხოლოდ 1%-ით აღემატება 2019 წლის ბოლოს, COVID-19-ის პანდემიის დაწყებამდე არსებულ შედეგებს. G7-ის ქვეყნებს შორის მხოლოდ გერმანიას აქვს უარესი შედეგი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით
რუთ გრეგორი, დიდი ბრიტანეთის მთავარი ეკონომისტის მოადგილე Capital Economics-ში, ამბობს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლებს უფრო პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ეკონომიკური და რეცესიას „ტექნიკურს“ უწოდებს.
ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა ეკონომიკა რეცესიას განიცდის ასეთია:
გერმანია


ფინეთი
იაპონია
ლუქსემბურგი
მოლდოვა
პერუ
ირლანდია
დიდი ბრიტანეთი