ბრიტანეთის დაზვერვა: ში ს ჯარები სასმელი წყლის ნაკლებობას განიცდიან

როგორც ჩანს, ში ს ჯარები სასმელი წყლის ნაკლებობას განიცდიან, რისი მიზეზიცაა რუსეთის მიერ უკრაინის ინფრასტრუქტურის დაბომბვა, ვითარებას ართულებს დიდი სიცხე. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა იტყობინება 13 აგვისტოს ანგარიშში.
ბრიტანელი ექსპერტების ანგარიშში ნახსენებია რუსი სამხედრო ბლოგერების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომ რუსეთის პილოტებისთვის წყლის რაციონი დღეში ერთი ლიტრით განისაზღვრა. ეს იმის მეოთხედია, რაც რეკომენდებულია მაღალი ტემპერატურის პირობებში მუშაობისას.
რუსეთის არმიის ზოგიერთი შენაერთი იძულებულია გაფილტრული დამდგარი წყალი სვას, რითაც იზრდება ისეთი დაავადებების გავრცელების რისკი, რომლებიც დაბინძურებული წყლით ვრცელდება, ვკითხულობთ ანგარიშში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – მთავარი პროკურორი, რომლის შეთითხნილი ბრალდებებით დამაპატიმრეს, “ქილერად” გამოაცხადეს, როგორც ჩანს, “ქილერის” გარდა, ვერავინ უსრულებდა ივანიშვილს ამ სურვილს – გაფრთხილებდით 90-იანებში დაგვაბრუნებენ-მეთქი

ირაკლი კობახიძე – ხვალ საღამოდან ამოქმედდება ახალი ჩქაროსნული გზის მონაკვეთი, რომელიც ერთმანეთთან გაცილებით მოკლე დროში დააკავშირებს რეგიონებს, ადამიანებს, ეკონომიკურ ცენტრებს – ბუნებრივია, ეს ყველაფერი ახალ იმპულსს შესძენს ჩვენი ქვეყნის განვითარებას