ბრიტანეთის ბიზნესის მინისტრი დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ ტარიფებზე – იმედგაცრუებული ვარ

გაერთიანებული სამეფოს ბიზნესის მინისტრის, ჯონათან რეინოლდსის თქმით, -ის პრეზიდენტ ს მიერგამოცხადებული ტარიფები საფრთხეს უქმნის გაერთიანებულ სამეფოს, რადგან ის ზიანს მიაყენებს გლობალურ ვაჭრობას.
რადიო Times-თან საუბრისას რეინოლდსმა განმარტა, რომ ყველაფერი, რაც არღვევს გლობალურ სავაჭრო სისტემას, წარმოადგენს საფრთხეს გაერთიანებული სამეფოსთვის.
„ნებისმიერი ბარიერი ვაჭრობისთვის, განსაკუთრებით გაერთიანებულ სამეფოსა და ჩვენს მთავარ სავაჭრო პარტნიორს შორის, რომელიც შეერთებული შტატებია, ჩემთვის იმედგაცრუებაა. ეს არის გამოწვევა. ვაღიარებ, რომ გაერთიანებული სამეფო უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე ბევრი სხვა ქვეყანა იმისგან, რაც გუშინ ღამით გამოცხადდა, მაგრამ მე მაინც იმედგაცრუებული ვიყავი“, – აღნიშნა მინისტრმა.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე მინიმუმ, საბაზისო 10%-იან ტარიფი გამოაცხადა. ტრამპის გადაწყვეტილებით, 34%-იანი ტარიფი დაუწესდება ჩინეთს, ევროკავშირს – 20%-იანი, ვიეტნამს – 46%-იანი, ტაივანს – 32%-იანი, იაპონიას – 24%-იანი, ინდოეთს – 26%-იანი, სამხრეთ კორეას – 25%-იანი, ტაილანდს – 36%-იანი, შვეიცარიას – 31%-იანი, ინდონეზიას – 32%-იანი, მალაიზიას – 24%-იანი, გაერთიანებულ სამეფოს – 10%-იანი, ისრაელს – 17%-იანი, სამხრეთ აფრიკას – 30%-იანი.

ასევე დაგაინტერესებთ

საგამოძიებო სამსახური – თბილისში მოწყობილ კუსტარულ საწარმოში ამზადებდნენ ტკბილეულსა და ყავას, რომლის რეალიზაციას Raffaello-ს და Jacobs Monarch-ის სასაქონლო ნიშნით ახდენდნენ – დაკავებულია ორი პირი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – არ შეიძლება ის გადაიდოს, რის შესახებაც შეთანხმება არ ყოფილა – სერგეი ლავროვსა და მარკო რუბიოს შორის შეხვედრის ჩატარების შესახებ არ შევთანხმებულვართ