ბრიტანეთის ახალმა პრემიერმა, კირ სტარმერმა თავისი კაბინეტის წევრები დანიშნა

დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, არჩევნებში გამარჯვებული ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, კირ სტარმერმა თავისი კაბინეტის წევრები დანიშნა.
როგორც მოსალოდნელი იყო, მასში შედიან ძირითადად თემთა პალატის წევრები. ისინი ლეიბორისტების მიერ შექმნილი ე.წ. „ჩრდილოვანი კაბინეტის„ ნაწილს წარმოადგენდნენ, როდესაც ოპოზიციაში იყვნენ.
რეიჩელ რივზი დაინიშნა ხაზინის კანცლერად – ეს ითვლება სახელმწიფოში ოთხიდან ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თანამდებობად. ბრიტანული მედია აღნიშნავს, რომ კანცლერის პოსტის არსებობის 800-წლიან ისტორიაში ის პირველად დაიკავა ქალმა.
ანჯელა რეინერი, სტარმერის მოადგილე პარტიაში, პრემიერ-მინისტრის მოადგილე გახდა.
პეტ მაკფედენი დაინიშნა ლანკასტერის საჰერცოგოს კანცლერად, ოფიციალურად პრემიერ-მინისტრის შემდეგ პირველ პირად კაბინეტში.
დევიდ ლემი გახდა საგარეო საქმეთა მინისტრი.
ჯონ ჰილი თავდაცვის სამინისტროს უხელმძღვანელებს, ხოლო ივეტ კუპერი – შინაგან საქმეთა სამინისტროს. ლეიბორისტთა ყოფილი ლიდერის ძმამ, ედ მილიბენდმა, ასევე მიიღო კაბინეტში პოსტი.
უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ ლემი და ჰილი ადრე, როგორც „ჩრდილოვანი კაბინეტის“ წევრები, კიევს სტუმრობდნენ და აცხადებდნენ, რომ ს უჭერდნენ მხარს.
მემარცხენე-ცენტრისტულმა ლეიბორისტულმა პარტიამ დიდი გამარჯვება მოიპოვა 4 ივლისს საპარლამენტო არჩევნებში. მან ამით დაასრულა კონსერვატიული პარტიის 14 წლიანი მმართველობა და პირობა დადო, რომ ბრიტანეთში ცვლილებები მოხდება.
Reuters -ის თანახმად, ლეიბორისტებმა განაცხადეს, რომ მათი ყურადღების ცენტრში იქნება ახლო აღმოსავლეთში გრძელვადიანი მშვიდობა და უსაფრთხოება. მათ ივალდებულეს, რომ აღიარებენ პალესტინის სახელმწიფოს, როგორც წვლილს სამშვიდობო პროცესის განახლებაში, რაც მოიტანს ორი სახელმწიფოს პრობლემის მოგვარებას.
ბრიტანეთის ახალი მთავრობა უკრაინის დიპლომატიური და ფინანსური დახმარების კურსის ერთგული დარჩება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკო მანაგაძე: ადრე თუ გვიან ყველაფერი სრულდება. რამდენი ტიტუშკა არბენინა, რამდენი ფიტული აგორავა აუდიტორიების შესავსებად, რამდენი სტუდენტი აცემინა, მაგრამ მაინც ასე დაამთავრა – წავიდა