ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრად დანიშვნიდან 48 საათზე მცირე დროში ჯონ ჰილი ოდესაში ჩავიდა და უკრაინას მხარდაჭერის გაძლიერებას დაჰპირდა.
ოდესაში ჰილი ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრ რუბენ ბრეკელმანსთან ერთად უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ამის შემდეგ ის უკრაინელ კოლეგას, რუსტემ უმეროვს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში ბრიტანელმა მაღალჩინოსანმა გამოაცხადა, რომ ლონდონი კიევს გამოუყოფს დახმარების ახალ პაკეტს, რომელიც მოიცავს საარტილერიო დანადგარენს, საბრძოლო მასალასა და Brimstone-ის ტიპის 100-მდე მაღალი სიზუსტის რაკეტას.
ჯონ ჰილიმ გასცა ბრძანება, რომ უკრაინისთვის აპრილში დაპირებული სამხედრო დახმარება დააჩქარონ და კიევს მომდევნო 100 დღის განმავლობაში გადასცენ. ამ პაკეტში შედის Storm Shadow-ს ტიპის მაღალი სიზუსტის ფრთოსანი რაკეტებიც.
დიდ ბრიტანეთში მთავრობა გასულ კვირაში შეიცვალა. კონსერვატიული პარტიის 14-წლიანი მმართველობა დასრულდა და ისინი ლეიბორისტებმა ჩაანაცვლეს. ქვეყნის პრემიერი გახდა კრი სტარმერი, რომელმაც თანამდებობის პირები მალევე დანიშნა.