ბრიანსკის სკოლაში სროლას 2 ადამიანი ემსხვერპლა – თავდამსხმელი ამავე სკოლის მერვეკლასელია

რუსეთის ქალაქ ბრიანსკის გიმნაზიაში მომხდარი სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ ქალაქის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ამავე სკოლის მერვე კლასის მოსწავლეა, რომელმაც სროლის შემდეგ თავი მოიკლა. დაღუპულთა შორის ერთ-ერთი სავარაუდოდ სწორედ ისაა.

#5 გიმნაზიას, სადაც სროლა მოხდა ამ დროისთვის პოლიციის ჯაჭვი იცავს, ყველა მოსწავლე ევაკუირებულია.