რუსეთის ფედერაციის ბრიანსკის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ ბოგომაზმა აღნიშნა, რომ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები რამდენიმე რაიონში ჩამოაგდეს. ამის შესახებ მან ტელეგრამ-არხზე დაწერა.
“ჩაიშალა კიევის რეჟიმის მცდელობა, ტერორისტული იერიში მიეტანა უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით”. – აღნიშნა მან.
ბოგომაზის თქმით, უპილოტო საფრენი აპარატი “პოგარსკის რაიონის ტერიტორიაზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურა”.
გარდა ამისა, ადგილობრივი დროით დილის 5:52 საათზე ბოგომაზმა დაწერა, რომ “რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს კიდევ ორი უპილოტო საფრენი აპარატი პოგარსკის რაიონსა და სტაროდუბსკის მუნიციპალურ ოლქში”.
დღეს, 20 თებერვალს უკრაინის საჰაერო ძალებმა ასევე გაავრცელეს ინფორმაცია რუსული დრონების ჩამოგდების შესახებ. მათი თქმით, უკრაინამ რუსების გაშვებული 20-ვე დრონი მოიგერია. ამასთან, რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე იერიში სამი მართვადი რაკეტითაც მიიტანა.