“ბრენტფორდმა” აივან ტოუნის შემცვლელი უკვე შეიძინა

“ბრენტფორდმა” “ბრიუგედან” 22 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი იგორ ტიაგო 30 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეიძინა.
ფეხბურთელი პრემიერ ლიგის ბინადარ გუნდს 2024 წლის 1 ივლისიდან შეუერთდება.
მან კლუბში ლიდერი აივან ტოუნი უნდა შეცვალოს, რომელიც ზაფხულში დიდი ალბათობით, ნავთსაყუდელს გამოიცვლის.
ტიაგომ მიმდინარე სეზონში “ბრიუგეს” ფორმა ყველა ტურნირზე 40 შეხვედრაში მოირგო და 26 გოლი გაიტანა.