ბრენდული მაღაზიების რაოდენობით რეგიონებმა თბილისს გადაუსწრეს

ბრენდული მაღაზიების რაოდენობით რეგიონებმა თბილისს გადაუსწრეს
ბრენდული მაღაზიების რაოდენობით რეგიონებმა გადაუსწრეს თბილისს, – ამის შესახებ galt & Taggart-ის FMCG ბაზრის კვლევაშია აღნიშნული.
კვლევის მიხედვით, 2025 წლის 9 თვეში რეგიონებში 2,137 ბრენდული ქსელების მაღაზია ოპერირებდა, რაც წინა წელთან შედარებით 76 ერთეულით არის გაზრდილი და უკვე აღემატება თბილისის მაჩვენებელს (2,055 მაღაზია, სადაც ზრდა 9 მაღაზია იყო).
„შედეგად, რეგიონებში ბრენდული ქსელების შემოსავლები 2025 წლის 9 თვეში წლიურად 16.6%-ით გაიზარდა, ხოლო თბილისში ზრდამ 7.9% შეადგინა“, – ნათქვამია კვლევაში.