ბრემენში, მკვლელობის ბრალდებით, 28 წლის ქართველი კაცი დააკავეს

გერმანიაში, ქალაქ ბრემენში 40 წლის კაცის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.  ინფორმაციას ადგილობრივი სამართალდამცავი უწყება ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, 28 წლის ქართველმა კაცმა, მკვლელობა სექტემბრის შუა რიცხვებში ჩაიდინა. უწყების ცნობითვე, ის მოკლულის ახლო წრიდანაა.

ქართველის დასაკავებლად გერმანიის პოლიციამ დაკავების ორდერი გუშინ გასცა. ამ ეტაპზე ბრემენის პროკურატურა დამატებით დეტალებს არ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ვიზების შეჩერება შეიძლება მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუ ხელისუფლება პრობლემებს არ მოაგვარებს – მოლაპარაკებები გრძელდება დემოკრატიულ უკუსვლასა და უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების სანქციების საკითხზე