ბრეივიკი ნორვეგიას უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს და სასამართლოში ისევ უჩივის

ანდერს ბრეივიკი, რომელმაც 2011 წელს ნორვეგიაში 77 ადამიანი მოკლა, ცდილობს კიდევ ერთხელ უჩივლოს ნორვეგიის მთავრობას ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევისთვის. ბრეიკივი ამბობს, რომ მისი სამარტოო საკანში 11 წლის იზოლაციაში გატარება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით, არაადამიანურ მოპყრობას უტოლდება.

შეგახსენებთ, რომ ბრეივიკი 2012 წლის 22 ივლისს გაასამართლეს. მას 21-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი და უკვე 10 წელია სასჯელს სამარტოო საკანში იხდის. პერიოდულად, ტერორისტი პირობით ვადამდე გათავისუფლებას ან სხვა პატიმრებთან კომუნიკაციის უფლებას ითხოვს. ბრეივიკი ასევე პრეტენზიას გამოთქვამს ციხის საკვებსა და იმაზე, რომ მისი მიღება მას პლასტმასის ჭურჭლიდან უწევს.

ბრეივიკი მიერ განხორციელებულ ტერორისტულ აქტს ქართველი თამთა ლიპარტელიანიც ემსხვერპლა.