იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ევროპულ ინტეგრაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ფორმულას კითხვას, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე ექსპრეზიდენტის როლს და ამ პროცესში მის პატიმრობიდან გათავისუფლების მნიშვნელობას შეეხებოდა, ბრეგაძე ამბობს:
“მიხეილ სააკაშვილი იხდის სასჯელს და ამას არაფერი კავშირი არ აქვს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან”.
