იუსტიციის მინისტრი ევროპის სახალხო პარტიის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციასაც გამოეხმაურა, რომელშიც EPP მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გადაიდგას დაუყოვნებლივი ნაბიჯები, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს დაცული და რომ ის დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს.
ბრეგაძე ირწმუნება, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.
“მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის გაუმჯობესებული, რითაც ჩვენ ვართ ძალიან მოხარულები და როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი რეკომენდაცია, ის იქნება გადაყვანილი პენიტენციურ დაწესებულებაში. რაც შეეხება ამ რეზოლუციის შეფასებას, ყველას მოვუწოდებდი, რომ იმოქმედონ სამართლის მიხედვით, იმიტომ რომ ჩვენ ვხელმძღვანელობთ მხოლოდ და მხოლოდ სამართლის ნორმებით და არა პოლიტიკური აღქმებით”, – აცხადებს ბრეგაძე.