მისი [სააკაშვილის] ჯანმრთელობის მდგომარეობა არის გაუმჯობესებული. ამის თქმა შემიძლია იმიტომ, რომ ეს ექიმებმაც თქვეს, გაჟღერდა და მე ამით რაიმე სახის პერსონალურ ინფორმაციას არ ვამჟღავნებ. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ყველაფერი გვიხარია. თქვენც გახსოვთ, არაერთხელ მითქვამს იმის შესახებ, რომ ჩვენი ერთადერთი მიზანი არის, რომ მისი ჯანმრთელობის უფლება იყოს სრულად უზრუნველყოფილი.
როდესაც იქნება ექიმების მხრიდან რეკომენდაცია, ის, რა თქმა უნდა, აუცილებლად დაბრუნდება პენიტენციურ დაწესებულებაში იმიტომ, რომ არის მარტივი პრინციპი. ეს გულისხმობს შემდგომს, რომ საქართველოში მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში. ის საავადმყოფოში შეიძლება იყოს იმდენ ხანს, რამდენი დროც დასჭირდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. როგორც კი გვექნება ექიმებისგან რეკომენდაცია, ჩვენ მას გადავიყვანთ. ამ საკითხზე სხვაგვარად ჩვენ გადაწყვეტილებას არ ვიღებთ. აქ გამორიცხულია რაიმე სახის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება.