ბრატისლავაში მდინარე დუნაიზე წყლის დონემ 9,6 მეტრს მიაღწია

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში დუნაის წყალდიდობამ შესაძლოა პიკს მიაღწია, წყლის დონემ 9,6 მეტრამდე მოიმატა.
ამის შესახებ Aktuality იუწყება, წერს „ევროპეისკაია პრავდა“.
17 სექტემბრის დილის მდგომარეობით, დევინას ციხის მიდამოში (ბრატისლავიდან ზემოთ), დუნაის წყლის დონე 9 მეტრს აღწევს, ხოლო თავად ბრატისლავაში 9,62 მეტრზე მერყეობს.
მეტეოროლოგები თვლიან, რომ წყლის დონე უკვე დასტაბილურდა და კლებას გააგრძელებს, რადგან ეს ტენდენცია ავსტრიაში უკვე შეინიშნება დინების ზემოთ.
ბრატისლავაში, როგორც ცნობილია, ორშაბათს რამდენიმე სანაპირო ზონა უკვე დაიტბორა. დაიტბორა სპორტის სამინისტროს შენობაც.