ბრატისლავაში, დუნაიზე წყლის დონე 9 მეტრს უახლოვდება

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში წყლის დონემ დუნაიზე უკვე 8 მეტრს გადააჭარბა, პიკს სამშაბათს დილით ელოდებიან. როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, ამის შესახებ SME იუწყება.
16 სექტემბერს დილის 8 საათისთვის ბრატისლავასთან დუნაის წყლის დონემ 8,8 მეტრს მიაღწია. დაიტბორა ქალაქის ზოგიერთი სანაპირო ზონა.
ინტერნეტში სპორტის სამინისტროს დატბორილი შენობის ვიდეო გავრცელდა.
ს ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის პროგნოზით, წყალდიდობა პიკს სამშაბათს დილით 9,36 მეტრს მიაღწევს.