სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში წყლის დონემ დუნაიზე უკვე 8 მეტრს გადააჭარბა, პიკს სამშაბათს დილით ელოდებიან. როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, ამის შესახებ SME იუწყება.
16 სექტემბერს დილის 8 საათისთვის ბრატისლავასთან დუნაის წყლის დონემ 8,8 მეტრს მიაღწია. დაიტბორა ქალაქის ზოგიერთი სანაპირო ზონა.
ინტერნეტში სპორტის სამინისტროს დატბორილი შენობის ვიდეო გავრცელდა.
სლოვაკეთის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის პროგნოზით, წყალდიდობა პიკს სამშაბათს დილით 9,36 მეტრს მიაღწევს.