ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი გადაწყვეტილებით, საქართველოს კიდევ 55 მოქალაქე შევა ლატვიისთვის არასასურველ პირთა სიაში.
მისი თქმით, ამ ადამიანებისთვის ლატვიაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით იქნება აკრძალული.
“იმიგრაციის შესახებ” კანონის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება, ლატვიის რესპუბლიკისთვის არასასურველი პირების სიაში საქართველოს დამატებით 55 მოქალაქე შევიყვანო.
ამ პირებისთვის ლატვიაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აეკრძალებათ”, – წერ ბრაჟე.