ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე ამბობს, რომ შალვა პაპუაშვილს მის მიერ ნახსენებ საკითხებზე არ შეთანხმებულან. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.
“ჩვენ ეს არ გვითქვამს და არც რაიმე მსგავსს ვეთანხმებით. არ ვიცი, მან რა თქვა, ჩემი საქმე არ არის მისი ნათქვამის განსჯა, მაგრამ არა, ჩვენ არ ვეთანხმებით იმას, რომ ქართული ოცნება მართალი იყო ან სააკაშვილთან, ან სანქციებთან დაკავშირებით, ან რაიმე მსგავს საკითხში. განსაკუთრებით, ამ კონკრეტულ კანონთან დაკავშირებით ცხადია, რომ თუ საქართველოს ჰყავს ახლო მეგობარი, უპირველესად, ეს ბალტიისპირეთია”, – თქვა ბრაჟემ.
დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ 4 ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა და დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან თქვა, რომ “შეხვედრაზე შევთანხმდით, სწორი გავაკეთეთ, რომ არ მოვუსმინეთ ევროპელ კოლეგებს და არ დავუწესეთ სანქციები რუსეთს, არ გავათავისუფლეთ სააკაშვილი”.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკანა ამბობს, რომ შეხვედრაზე ნახსენებ საკითხებზე არ შეთანხმებულან. იმავეს აცხადებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი.