ბრანდენბურგის არჩევნებში სოციალ-დემოკრატები მცირე უპირატესობით უსწრებენ „ალტერნატივა გერმანიას“

დასავლეთ გერმანიის ბრანდენბურგის ლანდტაგის (მხარის პარლამენტი) არჩევნებში, პირველი პროგნოზებით, მცირედი უპირატესობით გაიმარჯვა გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ. მას ამომრჩეველთა 31,0%-მა დაუჭირა მხარი. მეორე ადგილზე 30,0%-ით გავიდა მემარჯვენე-პოპულისტური „ალტერნატივა გერმანიისათვის (AfD)“. მემარცხენე პოპულისტი სარა ვაგენკნეხტის „სარა ვაგენკნეხტის ალიანსმა“ და ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა ხმათა თანაბარი რაოდენობა 12-12%-ი მიიღეს. ადგილობრივ პარლამენტში სავარაუდოდ მოხვდებიან „90-იანების კავშირი“/“მწვანეები“, რომლებსაც ხმათა 5.0%-ი აქვთ.

2019 წლის არჩევნებთან შედარებით, SPD-მ შედეგი თითქმის ოთხი პროცენტით გააუმჯობესა. არჩევნებამდე მოქალაქეებში პოპულარულმა პოლიტიკოსმა, ბრანდენბურგის სოციალ-დემოკრატმა პრემიერ-მინისტრმა, დიტმარ ვოიდკემ, სარისკო ნაბიჯი გადადგა და განაცხადა, რომ მთავრობის მეთაურის თანამდებობიდან გადადგებოდა, თუ პირველ ადგილზე “ალტერნატივა გერმანიისთვის” გავიდოდა თავზე. როგორც ჩანს, ეს სტრატეგია წარმატებული აღმოჩნდა.
მიუხედავად ამისა, მემარჯვენე-პოპულისტურმა „ალტერნატივა გერმანიამ“ თავისი საუკეთესო შედეგი აჩვენა ბრანდენბურგის ლანდტაგის არჩევნებში და მიიღო ხუთ-ნახევარი პროცენტით მეტი ხმა, ვიდრე წინა არჩევნებში. საარჩევნო კამპანიაში AfD-ს მთავარი თემა დევიზი იყო მიგრანტების ნაკადის წინააღმდეგ ბრძოლა, რაც მიწის ამომრჩეველთა მესამედისთვის აღმოჩნდა მიმზიდველი.
მანამდე სექტემბრის დასაწყისში არჩევნები ჩატარდა გერმანიის ორ მხარეში- საქსონიასა და თიურინგიაში, რომელშიც მემარცხენე და მემარჯვენე პოპულისტებმა გაიმარჯვეს.
გერმანიის მემარჯვენე პოპულისტური პარტია „ალტერნატივა გერმანიისათვის“ (AfD) პირველად გავიდა პირველ ადგილზე თიურინგიაში, ხოლო ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი საქსონიაში დაწინაურდა და მცირედით აჯობა AfD-ს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – “ქართულმა ოცნებამ” მოიტანა კორუფცია, სიღარიბე, გახიზნული მილიონი თანამემამულე, დემოგრაფიული კატასტროფა, ნარკომანია, უბედურება, რაც მთავარია, “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანაში რუსეთი მოიტანა – მათი დრო დამთავრდა!