ვენესუელას პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ უნდა გაიგოს, რომ როცა იმარჯვებ, რჩები; როცა მარცხდები, მიდიხარ, – ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიუ ლულა და სილვამ განაცხადა.
„შემაშინა მადუროს სიტყვებმა, რომ მისი მარცხის შემთხვევაში ვენესუელა შეიძლება სისხლისღვრის წინაშე აღმოჩნდეს. მადურომ უნდა გაიგოს, რომ როცა იმარჯვებ, რჩები; როცა მარცხდები, მიდიხარ“, – განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა.
ლულას თქმით, ვენესუელის მთავრობამ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს პატივი უნდა სცეს.
ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივლისს გაიმართება.