ბრალდებულებს არ ვიცნობ, არც ერთის მიმართ პრეტენზია არ გამაჩნდა, ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ, რომ მათი ნასროლი პიროტექნიკისგან დავზიანდი, თუ გამოვლინდა, რომ ძალადობრივ ქმედებაში მიიღეს მონაწილეობა, უნდა დაისაჯონ, რა თქმა უნდა.
ვერავის ვერ დავინახავდი, იყო სიბნელე, მეორეც ერთი, იყო ლაზერების მონათება, სახის არეში გვანათებდნენ მომიტინგეები, მეორე ის იყო, რომ ჩვენ გვიკეთია აირწინაღი და არის ჩაფხუტის პლასტმასი და მხედველობის არე შეზღუდულია, ნაკლები განათება იყო და ყოველი ფეიერვერკის აფეთქების შემდეგ რთული იყო გარჩევა ყველასი“ — თქვა სინდისის პატიმრების სასამართლოზე სპეცრაზმელმა, ნუგზარ მირიანაშვილმა.
მას დაზარალებულის სტატუსი აქვს და პირველად იკითხება თბილისის საქალაქო სასამართლოში.